როგორ ხსნის ირანი მათ მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას

სტატიის ავტორი

ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ირანის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ.

თვითმფრინავის კატასტროფას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფიც ეხმაურება.
ის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგს აშშ-ის უპრინციპო მოქმედებით ხსნის.

ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში, ზარიფი ბოდიშს უხდის თავის ხალს და უსამძიმრებს ყველა მსხვერპლს
.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх