ქართველმა მოფარიკავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი

ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ გრან პრიზე, ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზაძემ გრან პრის მეოთხედფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰი 15:14 დაამარცხა, ნახევარფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან კი 9:15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველმა მოფარიკავემ გრან პრიზე სულ 4 შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ სანდრო მსოფლიოს რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ხოლო კორეელი მსოფლოს ჩემპიონი სანგუკ ოჰი პირველ ადგილს იკავებს.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 13-01-2020, 17:42
0
130

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх