,,გოლდის" ქველმოქმედება - სილამაზის და ესათეტიკის სალონების ქსელის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცეს

სტატიის ავტორი


„58 წლის ვარ პენსია მე არ მაქვს, დახმარებას მე არ მაძლევენ.
ორივე თეძოდან ამოვარდნილი ბავშვია, ყურის დეფექტით. სჭირდება სასწრაფო ოპერაციები, ხერხემალი უმრუდდება“ - ამის შესახებ მანანა იოსებაშვილი გვიყვება, რომელიც სოფელ ბრეთში 8 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონასთან ერთად ცხოვრობს.
როგორც თავად ამბობს, მისი მძიმე ყოფაცხოვრების მიუხედავად არც პენსიია აქვს და ვერც სოციალური დახმარებით სარგებლობს.

პატარა შშმ გოგოანასა და ბებიას მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

ამჯერად ისინი ერთ-ერთი აღმოჩდნენ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან , რომელთაც საახალწლო საჩუქრები სილამაზის სალონის ქსელი ,,გოლდის" თანამშრომლებმა ჩაუტანეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სილამაზისა და ესთეტიკის სალონების ქსელის თანამშრომლებმა საახალწლო ნობათი, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ჩაუტანეს.

ამასთან, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ,,გოლდის" დირექტორმა, ჯუნა შიუკაშვილმა უსახლკაროთათვის პროდუქტები ბრეთის დედათა მონასტერშიც დატოვა და სოფლის ბავშვების გასახარებლად სანტა კლაუსიც ჩაიყვანა.


როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავენ და ქველმომედებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.







скачать dle 12.1








0
თარიღი: 16-01-2020, 12:57
0
203

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх