ფიზიკა-ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ქართველები 16 მედლით დაბრუნდნენ

სტატიის ავტორი

ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს განათლების მინისტრი შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განათლების მინისტრმა , მიხეილ ჩხენკელმა, აღნიშნა, რომ ქართული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ყოველთვის იყო ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
„ოლიმპიური მედლებით დაბრუნდით და ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონები ხართ! ასევე, მინდა მივულოცო მასწავლებლებს, რომლებმაც გვასახელეს! მართლაც ბრწყინვალე შედეგები გქონდათ ყველას და მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ! ქართული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ და სწორედ ამაში შეიტანს უდიდეს წვლილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება“,- განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 8-12 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელშიც 21 ქვეყნის 600 მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდნენ. მათ 16 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 17-01-2020, 15:12
0
379

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх