ამბავი - მიუსაფარი ძაღლების ერთადერთი იმედი გორში

სტატიის ავტორი


გორში არსებული სპეციალური სერვისების მიწოდების საგენტოს ფუნქცია მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია- კასტრაცია და შემდეგ მათი პირვანდელ ადგილზე უვნებლად დაბრუნება არის.
თუმცა, ის ძაღლები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და მზრუნველობას საჭიროებენ სააგენტოში ხანგრძლივი პერიოდით რჩებიან.
თანამშრომლების თქმით, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა სააგენტოში არაჰუმანური მოპყრობის შედეგად და დაუდევრობით, ავარიის შედეგად მძიმედ დაზიანებული ძაღლები მიჰყავთ.
აქ მაქსიმალურად ზრუნავენ ძაღლებზე, როგორც თავად ყვებიან თანამშრომლების სავიზიტო ბარათი ძაღლების სიყვარული არის.
თუმცა, სააგენტო შესაბამისად მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი არ არის. აქ დასაქმებულ ადამიანებს კი ახალ თავშესაფარში გადავლის დიდი მოლოდინი აქვთ, რომლის მშენებლობაც 2020 წელს უნდა დასრუდეს.
„რთულია აქ მუშაობა პრობლემები, რა თქმა უნდა, დიდია.
2019 წელს ჩვენ შევიძინეთ და გავაკეთეთ ახალი საოპერაციო და გაგვიუმჯობესდა პირობები თუმცა 2020 წლის ბოლოს იგეგმება ახალი , რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობის დასრულება. თავშესაფარი ქარელს, კასპს, ხაშურსა და გორს მოემსახურება.“ _ აღნიშნა სპეციალური სერვისების მიწოდების საგენტოს დირექტორმა , თამარ აფციაურმა.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх