ხაშურმა ALL STAR-ის მატჩს უმასპინძლა

სტატიის ავტორი

ხაშურის სპორტულმა კოპლექსმა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს, ALL STAR-ს უმასპინძლა- ინფორმაციას ხაშურია მუნიცუპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივ და ლეგიონერთა გუნდების დაპირისპირება ადგილობრივთა გამარჯვებით, ანგარიშით 128:115 დასრულდა.
ტრადიციულად გაიმართა კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში - ჩატენვებში.

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული შონ რაუნდთრი გახდა (ქუთაისი)
ჩატენვების კონკურსი დევიდ მაკფარლანდმა (თსუ) მოიგო
მატჩის საუკეთესო მოთამაშე - MVP გიორგი კორსანტია (თსუ) გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.
ALL STAR-ის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 30-01-2020, 13:32
0
217

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх