ქართველი მორაგბე ისტორიაში შევიდა

სტატიის ავტორი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ვასილ ლობჟანიძე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმა სანაკრებო დონეზე 50 კეპი მოიხვეჭა.

ეს ისტორიული ფაქტი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და რუმინეთის მატჩში დაფიქსირდა.

ვასილ ლობჟანიძე ,,მუხის ფოთლებთან” შეხვედრის დროს 23 წლის და 110 დღის იყო.


,,ბრივის” ჰავბეკმა უელსელი ჯორჯ ნორსის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 50-ე კეპი 23 წლის და 138 დღის ასაკში მოიხვეჭა.

მე-3 ადგილს საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე იკავებს.
,,ბუკა” 23 წლის და 291 დღის გახლდათ, როდესაც ,,ბორჯღალიანთა” კვართი ორმოცდამეათედ მოირგო.

ლობჟანიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების რიგებში 2015 წელს შედგა. მას მონაწილეობა ორ მსოფლიოს თასზე აქვს მიღებული.

ვასილ ლობჟანიძესთვის ისტორიულ მატჩში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” რუმინეთს 41:13 სძლიაскачать dle 12.1








0
თარიღი: 7-02-2020, 16:19
0
150

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх