ამბავი - გორში დაბრუნებული ფოტოგრაფი და მისი ინიციატივა

სტატიის ავტორი

ოთო გვრიტიშვილი გორელი ფოტოგაფია, რომელიც ამჟამად მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს.
ოთო და მისი ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია „გორელ ფოტოგრაფთა ლუბი“ გარდა იმისა, რომ ქალაქში და ქალაქს გარეთ საინტერესო და პროფესიონალურ ფოტოებს იღებენ, აქტიურად არიან ჩართული გორში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ხელოვნების კუთხით ცნობიერების ამაღლების პროცესში.

როგორც თავად ოთო გვიყვება, იგი 3 წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, თუმცა კვლავ დაუბრუნდა გორს და აქ დაიწყო საყვარელი პროფესიით მუშაობა, რაშიც სხვა ფოტოგრაფებიც ჩაერთვნენ.

საკუთარი მაგალითის გათვალისწინებით კი იგი სხვებსაც ურჩევს რეგიონში დაბრუნდნენ.

„რეგიონისთვის არის პრობლემა, რომ ახალგაზრდები გადიან და რეგიონში არ რჩება არც გამოცდილი კადრი და არც ინტელექტუალური კადრი. მეც რამდენიმე წელი თბილისში ვიყავი საცხოვრებლად წასული მაგრამ შემდეგ დავბრუნდი. ვურჩევ სხვებსაც, რომ დაბრუნდნენ რეგიონებში და გააკეთონ თავისი საყვარელი საქმე , სადაც თავს სრულფასოვნად იგრძნობენ. ჩვენს ქვეყანას დღეს გადაარჩენს ინდივიდები“ _ ოთო გვრიტიშვილი
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх