რუსეთის საელჩო აშშ-ს რუსოფობიის გავრცელებაში ადანაშაულებს

სტატიის ავტორი

რუსეთის საელჩო ამერიკაში მათთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

რუსეთის სელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსოფობიის ტალღას ემსახურება.


„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა,“- წერს რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მა სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-02-2020, 09:31
0
105

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх