" რუსეთის დელეგაცია საქართველოში აუცილებლად ჩავა"- გრიგორი კარასინი

სტატიის ავტორი

მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინმა.

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა არ გამორიცხავს, რომ რუსულ დელეგაციას საქართველოში სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ, იმ ქვეყანაში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, პოტენციურით ან არარეალიზებულით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს. მანამ, სანამ საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები მუდამ იქნება. ეს უნდა გადაიტანო და გააცნობიერო. ვინ ჩამოვა შენთან, ამის გამო არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.


ქართული მხარის განცხადებით, ამ ეტაპზე, მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვინ ჩამოვა, გადაწყვეტილი არ არის.

„საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდებისა და სტატუსის შესაბამისად. ვართ კონსულტაციების რეჟიმში, რუსეთის მხრიდან დელეგაციაში ვინ იქნება, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-02-2020, 11:16
0
260

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх