ანტარქტიდაზე რეკორდული სითბო დაფიქსირდა

სტატიის ავტორი


ანტარქტიდაზე რეკორდული სითბო – 20,75 გრადუსი დაფიქსირდა.

ბრაზილიელი მეცნიერის, კარლოს შეიფერის თქმით, ანტარქტიკაზე მსგავსი სითბო არასდროს ყოფილა, თუ არ ჩავთვლით გასულ კვირას, როდესაც ტემპერატურა თითქმის მსგავსი, თუმცა უფრო დაბალი იყო.


კარლოს შეიფერი მიიჩნევს, რომ ეს არის სიგნალი, რომ ამ ზონაში რაღაც განსხვავებული ხდება.

გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 50 წელიწადში ანტარქტიდის კონტინენტზე ტემპერატურა სამი გრადუსითაა მომატებული და დასავლეთ სანაპიროზე მყინვარების 87 პროცენტმა „უკან დაიხია.“ გაერო-ს ცნობით, გლობალური დათბობის გამო, ბოლო 12 წელიწადში მყინვარების „უკან დახევის“ პროცესი დაჩქარებულია.скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-02-2020, 15:48
0
223

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх