ემზარ კვიციანის ძმისშვილი პოლიციელს თავს დაესხა

სტატიის ავტორი

ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი პოლიციელს თავს დაესხა.

ბექა კვიცინაი მკვლელობის ბრალდებით დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და სწორედ იქ დაესხა თავს პოლიციელს, რის გამოც ბრალი დაუმძიმდა.

საქმის პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი აგრესიული ქცევები. გარდა ამისა, ის ფაქტიც, რომ კვიციანი წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლევი.

დაკავებული საკუთარ ადვიკატთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

„მასთან პენიტეცნიურ დაწესებულებაში გუშინ ვიყავი და არ შემხვდა. ბადრაგებს დააბარა, მან იცის ჩემი პოზიცია და გააგრძელოს საქმეო, - განაცხადა ღურწკაიამ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-02-2020, 17:55
0
243

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх