აჭარის ტელევიზიაში საგანგაშო მდგომარეობაა - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

სტატიის ავტორი

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებულ პროცესების საგანგაშოს უწიდებს.

მათივე შეფასებით არსებული მდგომარეობა მედიის თავისუფლებისა და ამიანის უფლებების დარღვევის რისკებს მოიცავს.

„2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი.
ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.
ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას.“_ ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 15-02-2020, 11:27
0
102

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх