ამბავი - მასწავლებელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლიდან

სტატიის ავტორი

დავით ინაური 28 წლის მასწავლებელია , რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ კარბში ისტორიას ასწავლის.
კარბის გარდა ის ქალაქ გორის ერთ-ერთ კერძო სკოლაშიც ასწავლის ისტორიას.
როგორც თავად გვიყვება მისთვის წარმოუდგენელია, რომ სამუშაო დღის შემდეგ კვლავ თავის სოფელში არ დაბრუნდეს.

დავით ინაური, სოფლისთვის ახალგაზრდების, განათლებისა და მოსახლეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სოფლებისთვის როგორიც კარბია.

„სავალალო მდგომარეობაა რადგან ბავშვების კონტიგენტი არ არის. ჩვენს სოფლებს განვითარება სჭირდება და თითოეული ადამიანიც კი მნიშვნელოვანია" _ ამბობს დავითი.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх