საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,მღვდლის სამოსში გამოწყობილმა კაცმა 3 წლის ბავშვის გატაცება სცადა" - რას აცხადებენ შსს-ში

personuser access_time15-11-2018, 11:46
მოქალაქე ნინო ძოწენიძე ,,დიანიუსს" ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ უყვება. ძოწენიძის თქმით, მღვდლის სამოსში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი ცენტრიდან სამი წლის ბიჭის გატაცებას ცდილობდა.

„ჩემმა მეგობარმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. ორიოდე დღის წინ ქალაქში, თუ არ ვცდები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დედას რამდენიმე წუთით შვილი თვალთახედვიდან მიემალა, დაიწყეს პატარას ძებნა, ხალხი შეშფოთდა. უეცრად დაინახეს 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ (თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი და სადღაც მიარბენინებდა. როგორც კი მიხვდა, რომ შენიშნეს, ბავშვი მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ეს მოხდა ქუთაისში, დღისით, მზისით. “-ამბობს ძოწენიძე.

აღნიშნული ინფორმაცია ,,დიანიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მოხდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შემოწმება, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა. უწყებაში განამრტავენ, რომ მომხდარის შესახებ მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია