ამბავი - მოკრივე გოგონა გორში - ანი მარგიევი

სტატიის ავტორი

ანი მარგიევი 16 წლის მოკრივე გოგონაა გორიდან.
იგი უკვე 2 წელია, რაც მოკრივეა გორის სპორტ სკოლაში .
ამ მცირე დროში ეს სპორტი მისთვის ძირითად საქმედ, ცხოვრების წესად და სამომავლო პერსპექტივად იქცა.
როგორც თავად ამბობს, კრივი მისთვის ოჯახივით არის.
სპორტსკოლის მოკრივეთა შორის ანი ერთადერთი გოგონაა და მას ვარჯიში მხოლოდ ბიჭებთან ერთად უწევს.
ანი გვიყვება, რომ თავდაპირველად ეს ფაქტორი მისთვის უხერხულობის მომტანიც იყო თუმცა დღესდღეობით ამას ვერ იტყვის.

კრივი მისი არჩევანია და ამ არჩევანში ოჯახისწევრები ვერ უგებდნენ. მოკრივე გოგონა ყვება, რომ სახლში ხშირად ესმოდა მსგავსი წინადადებები: „კრივი გოგოს სპორტი არ არის“, „გამოდი რა გინდა“, „იარე ცეკვაზე“ და სხვა. თუმცა, მსგავსი დამოკიდებულება მას შემდეგ გაქრა რაც იგი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ახლა უკვე ყველას სჯერა მისი წარმატების თუმცა თავად ამბობს, რომ მას საკუთარი თავის იმედი თავიდანვე ჰქონდა.

„არმაინტერესებდა არაფერი, თავიდანვე მიზანდასახული ვიყავი და ვიცოდი, რომ რაღაც იქნებოდა“


დღეს კიდევ უფრო დიდ გეგმებს ისახავს . მისი აზრით მიზნის მისაღწევად მთავარი შრომა არის და ნებისმიერი მიზნის მისაღწევად ძალაინ ბევრი უნდა იშრომო.

„თუ არ იშრომე მხოლოდ ნიჭით არაფერი გამოვა. მთავარი შრომაა, მერე ნიჭიც მოვა თავისთავად. ნებისმიერი მიზნის მისაღწევად ძალაინ ბევრი უნდა იშრომოთ.“ _ ამბობს მოკრივე ანა მარგიევი.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх