საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ბავშვის სხეული დავინახე... ეს კადრი, მთელი ცხოვრება გამყვება" - მაშველები, რომლებმაც ჩამონგრეულ კორპუსში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

personuser access_time17-11-2018, 15:24
ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, ალ­ბათ დიდ­ხანს წა­რუშ­ლე­ლი კად­რი იქ­ნე­ბა ყვე­ლას ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, თუმ­ცა, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და...

წლე­ბია გვეს­მის, რომ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი გმი­რია და ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მიერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი­დან ეს ყო­ველ­თვის დას­ტურ­დე­ბა... 7-სა­ა­თი­ა­ნი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ უმ­ძი­მეს პრო­ცესს იხ­სე­ნე­ბენ, რო­დე­საც ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ დედა-შვილს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად ეძებ­დნენ...

პა­ა­ტა ჩხი­ტუ­ნი­ძე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის, მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გათ­ვლის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:



- პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­ვუ­სამ­ძო გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოა­ჯხს, ახ­ლობ­ლებს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბაშ უმ­ძი­მე­სი დღე... და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია...

გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე და­ვი­წყეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია. პირ­ველ რიგ­ში და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, რომ­ლე­ბიც აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნენ... და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ, დამ­წვრო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. იმავდრო­უ­ლად სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან აფეთ­ქე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო, მთელ სა­დარ­ბა­ზო­ში თით­ქმის ყვე­ლა კარი გა­ი­ჭე­და და მათი გაჭ­რა მოგ­ვი­წია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა...

ვრცლად წაიკითხეთ : ambebi.geскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია