შემზარადვი ტრაგედია - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა

სტატიის ავტორი

შემზარავი ავარია ბათუმში -  აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ ორი მგზავრი დაშავდა.


პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 4-10-2018, 17:09
0
1 733

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх