საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

"მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - გორის ჰოსპიტალში პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა

access_time5-06-2019, 13:31 chat_bubble_outline35

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები უცნობია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების მხრიდან გამოვლენილ უყურადრებობაზე საუბრობენ. "ექიმი არ გამოვიდა და არაფერი ცნობა არ მოგვცეს, რა იყო დიაგნოზი. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.
ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ. "პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,"-განაცხადა ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ჯავახიშვილმა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში RDFG-ისა და USAID-ის ზრდა პროექტის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

access_time4-06-2019, 20:15 chat_bubble_outline35

2019 წლის 5 ივნისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და RDFG-სა და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.
რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ან თავიანთი ბიზნეს პროექტების განხორციელებას გეგმავენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ზუგდიდში, ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენში, ნინოწმინდაში, მარნეულში, ბოლნისში, კასპსა და გორში. პროექტის ფარგლებში, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით.
პროექტის ფარგლებში, მეწარმეობის შესახებ ტრენინგების პირველი ეტაპი ზემოაღნიშნულ 9 მუნიციპალიტეტში პარალელურად ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგაც მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც ზემოაღნიშნული საგრანტო თანხით დაჯილდოვდებიან.
პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.
პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

· საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
· სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.