საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


კაცნაკლული სიტის ქამბექი შალკეში

personuser access_time21-02-2019, 02:14


"ველტინს არენაზე" "მანჩესტერ სიტიმ" გმირული გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში "სიტის" ფორვარდმა, სერხიო აგუერომ გახსნა, რის შემდეგაც "შალკე" ნაბილ ბენტალების მიერ ზედიზედ ორი ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით დაწინაურდა.

ორი თერთმეტმეტრიანი საკმარისი არ გამოდგა, 68 წუთზე არბიტრმა სტუმრების მცველი, ნიკოლას ოტამენდი გააძევა, თუმცა ამან პეპ გვარდიოლას გუნდი ვერ გატეხა.

მატჩის მიწურულს ლეროი სანემ წონასწორობა აღადგინა, რასაც რაჰიმ სტერლინგმა დაუმატა ერთი გოლი. ინგლისელები სახლში მშვენიერ ხასიათზე დაბრუნდებიან, "შალკეს" კი მეოთხედფინალში გასვლის მიზერული შანსები აქვს.

განმეორებითი დაპირისპირება "ეტიჰადზე" 13 მარტს გაიმართება.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია