ეროვნული ლიგა ჩემპიონმა გამარჯვებით გახსნა

სტატიის ავტორი

სტარტი აიღო საქართველოს ჩემპოინატმა ფეხბურთში, ეროვნულმა ლიგამ, რომლის პირველ მატჩში ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი, თბილისის "საბურთალო" და ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურებული კლუბი, ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მოქმედი ჩემპიონისა და ახლად დაწინაურებული გუნდის ასეთი თანაბარი თამაში, შესაძლოა, გვიწინასწარმეტყველებს შესანიშნავ, დაბალანსებულ ჩემპიონატს, რომელშიც გუნდები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ და სასურველი პოზიციის დაკავებისათვის იბრძოლებენ.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე "საბურთალოს" ახალწვეულმა ლეგიონერმა, ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა, რომელიც შეხვედრაში 58-ე წუთზე ჩაერთო.

ფოტო: ეროვნული ლიგის ოფიციალური facebook გვერდი.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 1-03-2019, 22:16
0
263

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх