საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მგზავრებმა უშუალო კონკურენტი დიდი სხვაობით დაამარცხა

personuser access_time2-03-2019, 23:18


სუპერლიგის მე-11 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს თანაბარი ქულების მქონე გუნდები – “თსუ-ჰიუნდაი” და “მგზავრები” შეხვდნენ. ორივე მათგანს 6 მოგების წილ 4 მარცხი ჰქონდა და გამარჯვებულს ცხრილში სოლიდური დაწინაურება ერგებოდა. მიუხედავად სატურნირო ცხრილში მეზობელთა შეხვედრისა, თამაში შესაფერისად დაძაბული ვერ გამოდგა. “მგზავრებმა” სკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა – 96:61.

სუპერლიგის დებიუტანტმა “თსუ-ჰიუნდაიმ” სეზონის უსუსტესი მატჩი ჩაატარა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ახალი გამთამაშებელი, მარკუს პოზლი ჯერ ვერ შეეწყო, მეორე ლეგიონერი, ვიკტორ ნიკერსონი კი ფორმაში ვერაა და მხოლოდ 6 წუთი ითამაშა. “მგზავრები” კი შესანიშნავ ფორმაშია, გუნდის თითოეულმა წევრმა მაღალ დონეზე ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

პირველი პერიოდი “მგზავრებმა” 19:10 მოიგეს, ხოლო მეორეში 26:17 იძალეს. მეორე ტაიმის დაწყებამდე მსაჯებმა მეორე ტექნიკურით დააჯარიმეს თსუ-ჰიუნდაელთა მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელსაც ამის გამო თამაშის დატოვება მოუხდა და 18 ქულით ჩამორჩენილი მისი გუნდი წასაგებად გაიწირა. მესამე მეოთხედი “მგზავრებმა” 30:16 მოიგო, 32 ქულით გალიდერდა და მატჩმაც ინტერესი დაკარგა.

“მგზავრებში” 22 ქულით საუკეთესო იყო რევაზ ჩაჩანიძე, რომელმაც 9 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულა მიითვალა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო პრონს უილიამსის ანგარიშზე 12 დაგროვდა. ეფეფტურობის კოეფიციენტით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი – 11 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი. “თსუ-ჰიუნდაიში” 12-12 ქულა ჰქონდათ რატკო პეტრიჩს და ჯეიმს მილიკენს.

GBF.GEскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია