ოლიმპისა და ტიტების შოუ

სტატიის ავტორი

სუპერლიგის მე-11 ტურის თბილისის მატჩების დასასრული სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. "ოლიმპმა" "შსს აკადემია ტიტები" 86:83 დაამარცხა.

მატჩი ძალიან სასიამოვნო საყურებელი, მშვენიერი ეპიზოდებითა და ჰაილაითებით სავსე იყო.

"ოლიმპს", ტრადიციულად, ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა, მარკ ოგდენმა (21ქ; 6მ.) ულიდერა, რომლისა და "ტიტების" ლიდერის, ილია ლონდარიძეს (20ქ.) დაპირისპირების ნახვა ერთი სიამოვნება იყო.

"ილია ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა ეს მისი ერთადერთი პლიუსი არ არის, მას ძალიან რთული სროლების ჩაგდება შეუძლია, იგი ძალიან ნიჭიერია და მის წინააღმდეგ თამაში ძალიან მიყვარს," - განაცხადა მატჩის შემდეგ ქართული ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-მ და ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულმა.

მატჩის მიწურულს "ოლიმპს" კაპიტანმა და ლიდერმა, რეზო როგავამ (17ქ; 8პ.) ულიდერა და გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ასევე კარგი იყო სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტანდაბალი და რეაქტიული გამთამაშებელი, ჩარლზ ბენეტი (18ქ.).

"ტიტების" რიგებში თავი გიორგი შარაბიძემ (21ქ; 10მ.) და კაჰიმ რაშად რენსომმა (21ქ.) გამოიჩინეს.

"ტიტებისათვის" ეს მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ამ შეხვედრაში, გიორგი გამყრელიძემ გუნდის ხასიათი გამოავლინა და დაამტკიცა, რომ სულაც არ აპირებს მწვრთნელის ამპლუაში სადებიუტო სეზონში პლეიოფის მიღმა დარჩენას. გუნდს ჰყავს კარგი ლეგიონერები და საქართველოს ნაკრების სტაბილური წევრი, ილია ლონდარიძე, რომელიც ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოთამაშეა. იმისათვის, რომ გუნდმა რელეგაციის ზონასთან სიახლოვეს თავი დააღწიოს, ალბათ, საჭიროა სხვა მოთამაშეების სტაბილურობა და ახალი ლეგიონერის ლუკ მეიერის ათამაშება, მეტი სითამამე.

"ოლიმპი" ამ სეზონში სტაბილური, სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი გუნდია, რომელსაც უფრო დიდი პოტენციალი და ამბიციები აქვს. დიმიტრი ჟაკობოვი უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მწვრთნელია, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობაში უბრალოდ საუკეთესოა. გუნდიც ასეთი ახალგაზრდული, ენერგიულია.

"ოლიმპი" გადის პარკეტზე და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვის ხვდება, ლიდერსა თუ აუტსაიდერს, გუნდის თითოეული წევრი ბოლომდე იხარჯება და აკეთებს მაქსიმუმს, რაც, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის თავდაუზოგავი შრომისა და მაღალი კლასის დამსახურებაა.

ფოტო: GBF.GEскачать dle 12.1








0
თარიღი: 2-03-2019, 23:56
0
443

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх