ეროვნული ლიგა. ჩემპიონმა შტურმით დაიწყო

სტატიის ავტორი

ეროვნული ლიგა მოქმედმა ჩემპიონმა, "საბურთალომ" შტურმით დაიწყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველ ტურში ბათუმის "დინამო" დაამარცხა, დღეს კი თბილისის "ლოკომოტივს" 1:3 სძლია.

ანგარიში მე-11 წუთზე "ლოკოს" ფორვარდმა, ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, თუმცა მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, 5 წუთის შემდეგ, მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაშა შინდაგორაძემ გოლად აქცია.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" სასარგებლოდ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიორგი დიასამიძემ გააფუჭა. დიასამიძემ შინდაგორაძეს პენალტის გატანაში ვერ მიბაძა, სამაგიეროდ, 63-ე წუთზე გოლი გაატანინა და აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, შინდაგორაძემ კი დუბლი გაიფორმა.

დიასამიძემ მხოლოდ შინდაგორაძის ასისტენტობა არ იკმარა, 7 წუთის შემდეგ, საგოლე პასი ოგნიენ როლოვიჩს გაუკეთა, რომლის ანგარიშზეც 2 თამაში და 2 გოლია. აღსანიშნავია, რომ ოგნიენი ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.скачать dle 12.1








0
თარიღი: 5-03-2019, 22:42
0
253

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх