ზაზა ქარჩილაძე: ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჟიული შარტავას სახელობის თასის MVP

სტატიის ავტორი

„თბილისმა“ ჟიული შარტავას სახელობის თასის ფინალში „უორიორსი“ 19:18 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ქარჩილაძემ დაიმსახურა.

- თამაშის შესახებ...

- ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა, ისეთი, როგორსაც ველოდით. „უორიორსი“ საინტერესო გუნდია.

ეს ჩვენი გუნდისათვის მეორე თასია და ძალიან კმაყოფილი ვარ.

- რას ნიშნავს შენთვის, იყო ჟიული შარტავას სახელობის თასის MVP?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟიული შარტავა გმირი იყო და ასეთი ადამიანის სახელობის თასის MVP-ს ტიტული ჩემთვის დიდი პატივია.

- როგორ ემზადება გუნდი მომავალი სეზონისათვის?

- ერთი საკონტროლო შეხვედრა დაგვრჩა „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ.

მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ. წინა სეზონთან შედარებით, გაცილებით ძლიერი გუნდი ვართ და, იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტები ვიქნებით.

- რა მიზნები ექნება „თბილისს“ მომავალ სეზონში?

- პროგრამა მინიმუმი საქართველოს თასის ფინალში გასვლა იქნება, მაქსიმუმი კი ჩემპიონობა.

- რას ნიშნავს შენთვის ამერიკული ფეხბურთის პოპულარიზაცია საქართველოში?

- ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საქმეში აქტიურად ვარ ჩართული და ეს ამ სფეროში მყოფი ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა.

იმედი მაქვს, რომ მომავალში ამერიკული ფეხბურთი საქართველოში ისეთივე პოპულარული იქნება, როგორიც რაგბი, ფეხბურთი და კალათბურთია.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 5-03-2019, 23:09
0
918

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх