საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ტორპედოს ზედიზედ მეორე გამარჯვება

personuser access_time5-03-2019, 23:43


ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, "საბურთალომ" 2 შეხვედრიდან ორივე მოიგო. თბილისელებს საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი, "ტორპედო" არ ჩამორჩა.

ქუთაისელებმა პირველ მატჩში ბოლნისის "სიონი" დაამარცხეს, 5 მარტს კი სტუმრად ბათუმის "დინამოს" 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. პირველი ოლეკსანდრ აზატსკიმ გაიტანა, მეორე კი ბუდუ ზივზივაძემ.

ეროვნულ ლიგაში ახლად დაწინაურებულ "დინამოს" წარმატებული სტარტი ვერ გამოუვიდა, ბათუმელები ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდნენ. ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც პირველ შეხვედრაში გუნდი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა, მეორეში კი ამ სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. გუნდს აქვს დიდი პოტენციალი და ამ სეზონში გაცილებით მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებს, ვიდრე ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

ფოტო: "ტორპედოს" facebook გვერდი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია