საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მორიგი სენსაცია! ვიდეოგამეორების შედეგად მანჩესტერი მეოთხედფინალშია!

personuser access_time7-03-2019, 02:07


ჩემპიონთა ლიგის ეს კვირა ისტორიაში შესატანია. მადრიდში მომხდარი სენსაციას პარიზის ამბებიც არ ჩამოუვარდა.

"პსჟ" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

პირველი მატჩი ინგლისელებს 0:2 ჰქონდათ წაგებული, შესაბამისად, ამას "იუნაიტედის" ფანების გარდა არავინ არ მოელოდა.

შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა.

ანგარიში მე-2 წუთზე რომელუ ლუკაკუმ გახსნა, თუმცა 10 წუთის შემდეგ ხუან ბერნატმა წონასწორობა აღადგინა.

30-ე წუთზე ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა და მატჩის ბოლო წუთებამდე შეხვედრა ამ ანგარიშით მიმდინარეობდა, თუმცა ზუსტად ეს ბოლო წუთები გამოდგა პარიზელთათვის კოშმარული.

თითქოს ჩვეულებრივი ეპიზოდი, რომელიც უბრალო, მაგრამ სახიფათო კუთხური უნდა ყოფილიყო პენალტად იქცა. ვიდეო გამეორების შედეგად გამოჩნდა, რომ ბურთი პრესნელ კიმპებეს ხელზე მოხვდა.

პენალტი მარკუს რაშფორდმა ზუსტად შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა, რადგანაც მსაჯის მიერ კომპენსირებული 3 წუთი თითქმის 9 წუთად იქცა.

რა შეიძლება ითქვას, მადლობა ჩემპიონთა ლიგას და, იმედია, რომ ყოველი სათამაშო კვირა ასეთი მატჩებით იქნება სავსე...скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია