საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ფალკაო ჯორდანის გზას დაადგა, ბედი ბეისბოლში უნდა მოსინჯოს...

personuser access_time14-03-2019, 23:21


"მონაკოს" ფორვარდმა, რადამელ ფალკაომ სამომავლო გეგმები გაგვაცნო.

"ვფიქრობ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბედი ბეისბოლში უნდა მოვსინჯო. მსურს, რომ მაიკლ ჯორდანის გზა გავიარო. მან ვერ შეძლო ბეისბოლის უმაღლეს დონეზე თამაში, მე კი მსურს, რომ ვიყო ერთადერთი, ვინც შეძლებს ერთი სპორტიდან მეორეზე გადასვლას და მაღალ დონეზე ასპარეზობას.

ეს ნამდვილი გამოწვევაა, ბეისბოლი კი მოძრაობების კოორდინაციის მხრივ, იდეალური სპორტია," - ამბობს 33 წლის კოლუმბიელი.

ეს ყველაფერი, შესაძლოა, დავაბრალოთ იმას, რომ "მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა, რამდენიმე სეზონის წინ კი ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა.

რთულია, რთული...скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია