საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეროვნული ლიგა. საბურთალო შეუჩერებელია!

personuser access_time15-03-2019, 23:02


როგორც ჩანს, ამ სეზონში "საბურთალოს" გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს. მოქმედმა ჩემპიონმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო...

მე-4 ტური "საბურთალოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირებით გაიხსნა. ეროვნული ლიგის ფავორიტების დაპირისპირება, რა თქმა უნდა, დაძაბული, კონკურენტუნარიანი შეხვედრის იმედს გვაძლევდა, თუმცა, "საბურთალოს" ამ იმედის გასაქრობად 26 წუთი დასჭირდა.

გიორგი დიასამიძემ დუბლი გაიფორმა, ლაშა შინდაგორიძემ კი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

"ტორპედო" ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) იმ გუნდთაგანია, რომელთაც "საბურთალოსათვის" საჩემპიონო მარათონში ღირსეული მეტოქეობის გაწევა შეუძლია, ამ შეხვედრამ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დათმობას არ აპირებს.

რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა დაზუსტებით რამის თქმა, თუმცა ჯერჯერობით, "საბურთალო" საუკეთესოა და ამ გუნდის შესაჩერებლად ნებისმიერ მეტოქეს მოუწევს მაქსიმუმის გაკეთება.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ახალგაზრდული, ენერგიული გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია და ტიტულოვან კლუბებს უწევთ სხვადასხვა გზის ძიება მათ წინააღმდეგ სათამაშოდ. ეს ნებისმიერი გუნდისათვის მოტივაციის წყაროა.

"საბურთალოს" წარმატება სამაგალითოა, რადგანაც ეს არის სწორი მუშაობის, მომავალი თაობის აღზრდის, მოთმინებისა და ერთსულოვნების შედეგი. ამ გუნდის შედეგი იმედს აჩენს, რომ ქართული კლუბების საქმე წასული არ არის და მომავალში დიდ შედეგებს უნდა ველოდოთ.

ერთი სული მაქვს, ვნახო ამ კლუბის თამაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ფოტო: "საბურთალოს" ოფიციალური facebook გვერდიскачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია