საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სუპერლიგა. მე-13 ტური სენსაციურად გაიხსნა

personuser access_time15-03-2019, 23:36


სუპერლიგის მე-13 ტური რუსთავში სენსაციურად დაიწყო, სადაც ბოლო ადგილას მყოფმა "რუსთავმა" ამ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა, თანაც არც მეტი არც ნაკლები, თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ.

მასპინძლები მე-3 პერიოდში 17-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, მატჩის მიწურულს მხოლოდ 1 ქულით იყვნენ წინ. ასეთი ქამბექიც არ გამოდგა "დინამოსათვის" საკმარისი, "რუსთავმა" 67:62 მოიგო.

"რუსთავს" 24 ქულითა და 11 მოხსნით აჰმედ მოავადმა ულიდერა, 21 ქულა მოაგროვა კენდარიუს ჰემილტონმა. ზუსტად ეს ორი მაღალი ბიჭია, ვისიც ყველაზე მეტად ეიმედებათ რუსთავში. კარგია ისააკ ბენქსიც, თუმცა მას სტაბილურობა აკლია...

"დინამოელთაგან", ტრადიციულად, დემაგოი ბუბალო გამოირჩა 15 ქულითა და 9 მოხსნით. სამქულიანების მანქანამ, ჯორდან სვოპშირმა კი 13 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა.

გიორგოს კეცელიდისმა "რუსთავის" მწვრთნელის ამპლუაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა "რუსთავის" მძიმე მდგომარეობას, მეეჭვება, რამე ეშველოს.

არც "დინამოს" ულხინს. "რუსთავთან" რა შედარებაა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა 7-მატჩიანი გამარჯვებების სერიის შემდეგ, ზედიზედ მე-3 შეხვედრა დათმო და ასე თუ გააგრძელებს თამაშს, სატურნირო ცხრილის სათავიდან მაღალი ტემპით დაეშვება. გუნდს არ ჰყოფნის რესურსი და ეს პრობლემა მოსაგვარებელია, სანამ პლეიოფები მოგვადგება კარს.

ფოტო: gbf.geскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია