საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სუპერლიგა. თბილისის მატჩების სუპერ-სტარტი

personuser access_time16-03-2019, 16:44


სუპერლიგის მე-13 ტურის თბილისის მატჩები დრამატული, დაძაბული და ძალიან სანახაობრივი მატჩით გაიხსნა. მთავარმა ფავორიტმა და პირველადგილოსანმა ქუთაისმა პრინციპული მეტოქე და კონკურენტი, მგზავრები 8682 დაამარცხა.

მატჩის პირველი პერიოდი ქუთაისელთა სრული დომინაციით წარიმართა. პირველივე წუთებზე გააძევეს მგზავრების სნაიპერი, რევაზ ჩაჩანიძე, რამაც, რა თქმა უნდა, გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და პირველი მეოთხედი ქუთაისმა 18 ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე პერიოდში მგზავრების შოუ დაიწყო. გუნდმა საკუთარი მთავარი პლიუსის, სწრაფი შეტევებისა და ეფექტური თამაშის ხარჯზე მე-2 პერიოდი 11 ქულით მოიგო და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა.

მე-3 პერიოდი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. სანახაობაზე, ჰაილაითებზე რომ არაფერი ვთქვათ, არბიტრებმა ქუთაისის მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში გააძევეს.

მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ტუღუშის ასისტენტმა, კახაბერ დარახველიძემ შეასრულა და მან ეს მშვენივრად გააკეთა.

ჩემი აზრით, საკვანძო ეპიზოდი მესამე პერიოდის მიწურულს იყო, როდესაც მგზავრების ლიდერმა , ედრიან ბოუიმ მე-4 ჯარიმა მიიღო და ბუბა ბერიშვილს მისმა შეცვლამ მოუწია.

მეოთხე პერიოდიც ძალიან დაძაბული გამოდგა. ქუთაისმა გაიმარჯვა ერთად თამაშის სტაჟიანი გამოცდილებისა და ლიდერების კარგი საჭირო დროს კარგი თამაშის ხარჯზე.

მგზავრებს საუკეთესო მომენტებს პერმანენტულად უმწარებდნენ ლევან ფაცაცია (11ქ. 4მ. 2პ.) და დეჟან რაითი (21 ქ. 4მ. 3პ.). აკაკი დვალიშვილმა 15 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, ტერენს ტომპსონმა კი 12 ქულა და 11 მოხსნა

მგზავრებიდან, რა თქმა უნდა, გამორჩეულები იყვნენ ედრიან ბოუი (17ქ. 5მ. 5პ. 3ჩ.), კახა ჯინჭარაძე (20ქ. 12მ.), ჯეიკობ არმსტრონგი (21ქ. 8მ.). კარგი თამაში ჰქონდა ახალ ლეგიონერს, პრინს უილიამსსაც (16ქ. 7მ. 2პ.).

ქუთაისი ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია და მას შესწევს ძალა ნებისმიერ მეტოქეს ნებისმიერ კონდიციაში აღემატოს, თუმცა, დღეს გამოჩნდა, რომ მათ წინააღმდეგ თამაში შესაძლებელია.

მგზავრებს ყველაზე მეტად დააკლდა სათადარიგოთ მოთამაშეთა კონტრიბუცია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ჩაჩანიძის გაძევების შემდეგ, ქუთაისი კი ამ მხრივ განებივრებულია და სამწვრთნელო შტაბს როტაციისათვის ნამდვილი ოქროს საბადო აქვს.

ვინ იცის, შესაძლოა, ეს იყო სუპერფინალის პრევიუ. თუ ასეა, მშვენიერი ფინალები გველის...

ფოტო: gbf.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია