საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ოლიმპისა და დელტას თრილერი

personuser access_time16-03-2019, 18:39


მე-13 ტურის მესამე შეხვედრაც ძალიან დაძაბული გამოდგა. "ოლიმპმა" "დელტა" 77:72 დაამარცხა.

ოლიმპელებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისში მოიპოვეს და პირველი პერიოდი 10 ქულის სხვაობით მოიგეს.

მეორე პერიოდი თანაბარი გამოდგა, "დელტამ" იპოვა საკუთარი თავი და მეტოქეს გაუძალიანდა.

მესამე მეოთხედი "დელტამ" 6 ქულით მოიგო, სხვაობა შეამცირა და დაძაბული ფინალი დააანონსა.

უკანასკნელი პერიოდი ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა.

"ოლიმპს" მარკ ოგდენმა 23 ქულითა და 9 მოხსნით ულიდერა, რომელმაც საქართველოს ნაკრების წევრს, ბექა ბექაურს პირადი დუელი მოიგო. "დელტადან" კი გამორჩეული იყო ერიკ ნოთიჯი 19 ქულით და 5 შედეგიანი გადაცემით.

"ოლიმპმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, "დელტა" ამ სეზონში მეორედ გაამწარა და პლეიოფის საგზური თითქმის გაინაღდა, "დელტასათვის" კი ეს მარცხი ორმაგად დასანანია, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდი მე-2 ადგილზე გადავიდოდა.
скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია