ჩემპიონთა ლიგა. სუპერ-მატჩი და ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის დასკვნითი მატჩები ძალიან უხვგოლიანი გამოდგა. "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა, თუმცა მეტოქის მოედანზე მეტი გატანილი გოლის წყალობით ლონდონელებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს, მთავარი ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება.

საოცარი შეხვედრა იყო. განასკუთრებით პირველი 20 წუთი, რომელშიც 5 გოლი გავიდა. მშვენიერი სეივები, ბწყინვალე გოლები, მაღალი ტემპი და არანორმალური ენერგიის მოზღვავება, თამაში, რომელიც უნდა ნახოთ.

მატჩის მიწურულს არბიტრმა 5 წუთი დაამატა, რომელშიც პეპ გვარდიოლას გუნდმა გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეოგამეორების შედეგად ეს გოლი გაუქმდა და "ეტიჰადზე" შეკრებილ გულშემატკივრებს ზეიმი კოშმარად ექცათ.

"სიტიდან" თავი რაჰიმ სტერლინგმა(2), ბერნარდო სილვამ და სერხიო აგუერომ გამოიჩინეს, "ტოტენჰემიდან" კი გოლები ჰონ-მინ სონმა და ფერნანდო ლორენტემ გაიტანეს.

პარალელურად, გაიმართა "პორტუსა" და "ლივერპულის" დაპირისპირება, რომელიც ინგლისელებმა 4:1 მოიგეს. "ლივერპულის" მეტოქე ნახევარფინალში არც მეტი, არც ნაკლები, "ბარსელონა" იქნება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 18-04-2019, 01:01
0
240

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх