საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ერიკ ნოუთეიჯი: NBA-ს ჩემპიონი ჰიუსტონი გახდება

personuser access_time20-04-2019, 01:07


დელტას კარგი ლეგიონერები ჰყავს. უკანახაზელი ერიკ ნოუთეიჯი საშუალოდ 14.5 ქულას, 5.3 მოხსნას, 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს. შეუცვლელი მოთამაშის სტატისტიკა.

ერიკი გუნდს მაქსიმუმს აძლევს და გუნდზეც ბოლომდე მუშაობს.

ქუთაისთან შეხვედრის წინ ერიკს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

1. როგორი სეზონი გაქვთ?

ერიკ ნოუთეიჯი: კარგი სეზონი გვაქვს. გუნდი უმატებს, უფრო შეთამაშებულია.

2. დელტაში აკლიმატიზაცია მარტივი იყო?

ე.ნ: კი, აკლიმატიზაცია მარტივად მიდის. ერთმანეთს ვეხმარებით.

3. მთავარი მწვრთნელი გენდობათ.

ე.ნ: ჩვენს მთავარ მწვრთნელზე მხოლოდ იმის თქმა შემიძია, რომ ერთ მიზანს ვემსახურებით.

4. ვინ არის თქვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე?

ე.ნ: ვერ გეტყვით. ყველას წინააღმდეგ არ მითამაშია. ამაზე ნაკლებად ვფიქრობ.

5. ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი და დაასახელეთ 5 საუკეთესო მოთამაშე?

ე.ნ: ჰიუსტონი. 5 საუკეთესო - ლებრონი, დიურანტი, კარი, ჰარდენი, იანისი.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია