ზაზა ფაჩულიას აკადემია ბალტიის ლიგის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გამარჯვებით დასრულდა ბალტიის ლიგის 13 წლამდელთა წლევანდელი გათამაშება. “ზაზამ” ესტაფეტა ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისგან – თბილისის “ჰიუნდაისგან” გადაიბარა, რომელიც წლეულს ნახევარფინალში გავიდა და იქ დღევანდელ ფინალში “ზაზასთან” წაგებულ “ადმირალიტეისკაიასთან” 2 ქულით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სპეციალური პროგრამით ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდულ კლუბებს კიდევ უფრო განვითარებაში და მათ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობისთვის თანადაფინანსებას უწევს. ამ პროგრამით გასული ოქტომბრიდან ბალტიის ლიგაში ასპარეზობენ წინა სეზონის Junior NBA – საქართველოს ლიგის სამეულის გუნდები – “ზაზა” და “თბილისი ბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაი” აღნიშნულ ლიგაში მეორე წელია, საკუთარი სახსრებით მონაწილეობს.

ბალტიის ლიგის გათამაშება, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მთელი სეზონის განმავლობაში, პერიოდულად ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ლატვიასა და ესტონეთში იმართებოდა. რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილე 33 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული. ყველა მონაწილემ 15-15 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც თითო ჯგუფიდან 8-8 საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე გავიდა. სამივე ქართული კლუბი – “ზაზა”, “თბილისი ბასკეტ იბერი” და “ჰიუნდაი” ფინალურ ეტაპზე გავიდა, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში იდენტური შედეგი აჩვენა – 12 მოგება, 3 მარცხი.

ფინალურ ეტაპს 19-21 აპრილს ესტონეთის ქალაქმა ტარტუმ უმასპინძლა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და 4 ჯგუფში განაწილდა. სამივე ქართულმა გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

“ზაზამ” ჯგუფში ესტონურ ტტუ-ს 78:42 მოუგო, ფინური “პიკივა” 97:42 გაანადგურა, ხოლო სოკის ესტონურ აკადემიას 69:46 სძლია.

“თბილისი ბასკეტ იბერიმ” ესტონური “კეილა” 76:51 დაამარცხა, “ტარტუს” 56:51 აჯობა, ხოლო ფინურ “მუკის” 60:41 მოუგო.

“ჰიუნდაიმაც” ჯგუფში სამივე თამაში მოიგო: “კალინინგრადთან” 47:44, ფინურ “ჰონკასთან” – 55:47, ხოლო ესტონურ “რაპლასთან” – 55:49.

ნახევარფინალში დღს “ზაზამ” 75:52 დაამარცხა “თბილისი ბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაიმ” “ადმირალთან” დასანანი მატჩი წააგო. ჰიუნდაელები ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით იგებდნენ, თუმცა დასკვნითი მეოთხედი 4:16 დათმეს და საბოლოო 36:38 წააგეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში “თბილისი ბასკეტ იბერმა” “ჰიუნდაის” სძლია – 59:52. ბრინჯაოს მედლების მფლობელთაგან 19 ქულით ბექა მაჭავარიანი გამოირჩა. 15 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა დავით კაპანაძემ, ხოლო ნიკოლოზ ბერძენიძვილის ნგარიშზე 9 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.

ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიამ “ადმირალისკაიას” 62:57 სძლია და ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის ჩემპიოის ტიტული მოიპოვა. ფინალურ მატჩში, ისევე როგორ წინა შეხვედრებში, გამორჩულად ითამაშა ნიკა აბულაძემ, რომელმაც სანკტ-პეტერბურგელებს 33 ქულა ჩაუგდო და 8 ბურთი ჩაუჭრა. ფინალში შედეგიანი იყო გოგიტა ბუკია, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა,7 ჩჭრა და 5 პასი მიითვალა.

gbf.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 22-04-2019, 13:53
0
470

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх