4 ოქროს მედალი საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს!

სტატიის ავტორი

ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მე-3 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. დასკვნით დღეს, 20 აპრილს ფინალური ორთაბრძოლები 10 წონით კატეგორიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირში 7 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეებმა იასპარეზეს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა. ქართველი მოკრივეების გარდა მედლებისთვის აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და ჩეხეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ.

ტურნირი, რომელიც ბ კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, საზეიმოდ 16 აპრილს გაიხსნა. ცერემონიას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტსმენებსა და გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონმა დავით კვაჭაძემ მიმართა.

წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიскачать dle 12.1








0
თარიღი: 23-04-2019, 22:20
0
272

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх