კავკასიამ სერიაში სხვაობა გაათანაბრა

სტატიის ავტორი

სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად/მოსაპოვებლად ბრძოლა კრიტიკულ დონემდე მივიდა. რეგულარულ სეზონში ბოლოსწინა ადგილზე გასული "კაკტუსი" და ა ლიგის მეორეადგილოსანი "კავკასია" გულშემატკივარს მეხუთე მატჩსაც აჩუქებენ, რადგანაც "კავკასიამ" დღეს 74:69 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

"კავკასიას" გამოცდილმა ცენტრმა, რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა, სამწამიანის ტერორისტმა, ვენდელ ლუისმა 17 ქულა მოაგროვა, კავკასიელთა ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ, 36 წლის დავით ბარბაქაძემ კი 15 ქულას მოუყარა თავი. "კაკტუსელთაგან" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დელანო სპენსერი გამოირჩა 19 ქულით.

ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძვის სუპერლიგაში ადგილისათვის, თუმცა მხოლოდ ერთი შეძლებს უმაღლეს ლიგაში თამაშს, და ამ ერთის ვინაობა მეხუთე მატჩში გაირკვევა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 30-04-2019, 21:25
0
211

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх