საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდება

personuser access_time16-05-2019, 17:47


17-19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში, სამშვიდობო საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები 12-14 წლის მოზარდები მიიღებენ.
აღნიშნული ფესტივალი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლისა და ორგანიზაციის „ფეხბურთი მშვიდობისთვის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, წინ წამოწიოს სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების დაახლოებას. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი და სპეციალური პრიზები.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია