ჩელსი ევროპის ლიგის ჩემპიონია

სტატიის ავტორი

ლონდონის "ჩელსი" ევროპის ლიგის ჩემპიონია. "არისტოკრატებმა" თანამოქალაქე "არსენალი" 4:1 დაამარცხეს და მორიგი ტიტული გაიფორმეს.

49-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიტანა და ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც გოლები პედრო როდრიგესმა (60) და ედენ აზარმა (65.პენ.) შეაგდეს.

შეცვლაზე შემოსულმა ალექს აივობიმ 69-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და და "მეთოფეებს" იმედი დაუბრუნა, თუმცა 3 წუთის შემდეგ აზარმა დუბლი გაიფორმა და "ლურჯებს" ევროპის ლიგა მოაგებინა!

ევროპის ლიგის მოგება დიდი ამბავია, მაგრამ მოსისხლე მტრის ფინალში დიდი სხვაობით დამარცხება არანაკლებ სასიამოვნოა, ასე რომ, "ჩელსის" ფანებისათვის ეს ღამე ორმაგად განსაკუთრებულია, "არსენალის" გულშემატკივრებს კი კიდევ დიდხანს, მწარედ ემახსოვრებათ...скачать dle 12.1








0
თარიღი: 30-05-2019, 00:52
0
210

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх