ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიას ჰოლანდია შეხვდება

სტატიის ავტორი

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჰოლანდიამ ინგლისი 3:1 დაამარცხა.

ანგარიში 32-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნა, რომელიც ჰოლანდიელთა ახალგაზრდა მცველის, მატიას დე ლიხტის შეცდომასა და უხეშობას მოჰყვა.

ჰოლანდიელებმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლი დე ლიხტმა გაიტანა, შეცდომა გამოასწორა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის მიწურულს ინგლისელებმა გოლი გაიტანეს, რომელიც ვიდეოგამეორების შედეგად გაუქმდა.

როგორც ჩანს, ჰოლანდიელები დამატებითი დროისათვის უკეთ იყვნენ მომზადებულნი, რადგანაც გუნდმა გადამწყვეტ მომენტში მოუმატა, შეუტია და გადაღლილ ინგლისელებს აჯობა, რომლებმაც 2 მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს გოლები აჩუქეს.

97-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა ბურთი დაკარგა, მისმა თანაგუნდელმა, კაილ უოკერმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა.

114-ე წუთზე ბურთი ჩარლს ბარკლიმ დაკარგა და მემფის დეპაის გადაცემით გოლი ქუინსი პრომესმა გაიფორმა.

ერთა ლიგის ფინალი 9 ივნისს გაიმართება, ჰოლანდია პორტუგალიას დაუპირისპირდება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 7-06-2019, 01:33
0
156

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх