საქართველომ გიბრალტარი დაამარცხა

სტატიის ავტორი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარს უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს.

ანგარიში 30-ე წუთზე ვალერიან გვილიამ გახსნა და გუნდი შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.

59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპუნაშვილმა ქართველთა უპირატესობა 2-მდე გაზარდა.

76-ე წუთზე ვატო არველაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე ჯგუფის მთავარი ფავორიტი, დანიაა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 7-06-2019, 21:59
0
324

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх