გლიგოლიევიჩი და 20-წლამდელები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებიან

სტატიის ავტორი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ნაკრებს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, მილოშ გლიგორიევიჩი და მისი ასისტენტები – ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური. გლიგორიევიჩი უკვე მე-5 წელია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ის იგორ კოკოშკოვთან მუშაობდა, 2016 წლიდან დღემდე კი ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრია.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს საბერძნეთის ქალაქ მატოსინოსში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ოფიციალურ მატჩებამდე სამწვთნელო შეკრებებს გაივლის სლოვენიასა და უკრაინაში, სადაც ჯამში 5 სპარინგ მატჩს გამართავს: მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 14 ივნისს სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებს, ხოლო 16-ში – 18-წლამდელებს დაუპირისპირდება. სლოვენიაში ჩვენი ნაკრები პოდჩეტრტეკში, სასტუმრო “ტერმე ოლიმიაში” დაბანაკდა, სადაც წლების მანძილზე, ზაფხულობით, შეკრებას საქართველოს ეროვნული ნაკრები გადიოდა.

სლოვენიიდან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გადავა, სადაც დედაქალაქ კიევში 3 საკონტროლო მატჩს გამართავს. 20 ივნისს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან, 21 ივნისს სლოვაკეთის U20-თან, ხოლო 22-ში უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან.

შემადგენლობა:

დავით კაკუშაძე (ბრიუსტერ აკადემი)

რატი ანდრონიკაშვილი (ბურგოსი)

ზაურ ჯანელიძე (ტიტები)

ზურაბ ჟღენტი (დინამო)

ბერდია ქავთარაძე (ზაზა ფაჩულიას აკადემია)

ამირან ხაზალია (სკოტლანდ კამპუსი)

ვახტანგ გაფრინდაშვილი (დელტა)

ცოტნე ცარციძე (მეტსო ქრიშენი)

აკაკი ფიფია (თსუ-ჰიუნდაი)

ლუკა კალატოზისვილი (ბათუმი)

ლუკა მაზიაშვილი (ოლიმპი)

ნიკოლოზ მეცხვარიშვილი (კავკასია)

ივანე მეგენეიშვილი (დელტა)

ტარიელ არაბული (რუსთავი)


скачать dle 12.1








0
თარიღი: 10-06-2019, 14:22
0
216

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх