საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საქართველოს ნაკრები დანიაში დამარცხდა

personuser access_time11-06-2019, 00:41


საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიას ესტუმრა და 1:5 დამარცხდა.

ანგარიში მე-13 წუთზე ახალგაზრდა ფორვარდმა, კასპერ დოლბერგმა გახსნა. 12 წუთის შემდეგ ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

უპირატესობის დასაბრუნებლად დანიელებს 5 წუთი დასჭირდათ. კრისტიან ერიკსენმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ამის შემდეგ მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და გიორგი ლორიას კართან არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნეს.

63-ე წუთზე დოლბერგმა დუბლი გაიფორმა, 11 წუთის შემდეგ კი იუსუფ პოულსენმაც გაიტანა.

შეხვედრას წერტილი მარტინ ბრაიტვეიტმა დაუსვა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია