"მათი გვეიმედება". "არენა" ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი

11 ივნისს, საცურაო კომპლექს "ოლიმპიკზე" 2003-04 წელს დაბადებულ ვაჟ წყალბურთელთა ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც, "არენამ" "ივერია" 12:5 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გოლები დავით ჩხეიძემ (3), ლუკა ჩიქოვანმა (3), ლუკა გოგიჩაიშვილმა (2), გიორგი კირიაკიდმა (2), ცოტნე ჯიბლაძემ და ლუკა თავყელიშვილმა გაიტანეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "არენას" მეკარე, დიმიტრი ჭუმბურიძეა.

იოსებ მაისურაძის გაწვრთნილმა ბიჭებმა ნახევარფინალში "ბათუმს" სძლიეს.

შემადგენლობა:

1. დიმიტრი ჭუმბურიძე (GK)
2. ლუკა თავყელიშვილი
3. გიგი თორაძე
4. გიორგი კირიაკიდი
5. ლუკა გოგიჩაიშვილი
6. თემო სურმავა
7. საბა ტყეშელაშვილი
8. ცოტნე ჯიბლაძე
10. დავით ჩხეიძე
11. ლუკა ჩიქოვანი
12. ლუკა მელიქიძე
13. ზუკა კაჭარავა (GK)

ჩემპიონატისა და გუნდის შესახებ იოსებ მაისურაძის ასისტენტმა, ნოდარ ჩხარტიშვილმა ისაუბრა.

"საქართველოს ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყო. პირველ ექვსეულში მოვხვდით, ყველა თამაში წარმატებით დავასრულეთ. ბიჭები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და ჩვენც, მწვრთნელებიც მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ამ შეჯიბრისათვის.

2003-04 წელს დაბადებულ წყალბურთელთა თაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი ბიჭები არიან, კარგი თაობა მოდის. ყველა მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, თუმცა, განსაკუთრებით გამოვარჩევდი საბა ტყეშელაშვილს, ლუკა ჩიქოვანს, გიორგი კირიაკიდს და დავით ჩხეიძეს.

ამ ბიჭებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ ახლანდელ თაობას აჯობონ. იმედია, წარმატებით ითამაშებენ დიდ გუნდში. ეს ბიჭები თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე, 2003-04 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრებში. ეს კლუბის ღერძი, საფუძველია და მათი გვეიმედება," - ამბობს ჩხარტიშვილი.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 12-06-2019, 14:43
0
460

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх