საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დიდი კაცი დიდ ფასად. დევისი ლეიკერსში, ლებრონთან...

personuser access_time16-06-2019, 14:39


მსოფლიოს (ერთ-ერთი) საუკეთესო ცენტრი/მძიმე ფორვარდი, ენტონი დევისი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" ითამაშებს. ამ ინფორმაციას ყველა მსხვილი გამოცემა ადასტურებს: ESPN, NBA.com, Bleacherreport.com...

"ნიუ ორლეანს პელიკანსმა" დევისის სანაცვლოდ "ლეიკერსისგან" სერიოზული ტალანტი მიიღო: ლონზო ბოლი, ჯოშ ჰარტი და ბრენდან ინგრამი. ამ უნიჭიერეს ბიჭებთან ერთად "ყარყატებს" დრაფტის 1-ლი რაუნდის 3 პიკი ერგოთ, მათ შორის 2019 წლის დრაფტის მე-4 პიკი.

"ლეიკერს" ზაფხულში 32-მილიონიანი სახელფასო ჭერი რჩება და კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის (კაირი ირვინგი, კემბა უოკერი, ნიკოლა ვუჩევიჩი...) მოყვანა შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლებრონ ჯეიმსს მომავალ სეზონში მონსტრი გუნდი ეყოლება.

არც "პელიკანსმა" იზარალა დიდად. გუნდმა იცოდა, რომ დევისი მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებდა და მის სანაცვლოდ გუნდმა სერიოზული ძალა მიიღო, რომელსაც ზაიონ უილიამსონი და მე-4 პიკი შეუერთდებიან.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია