საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


უნიკალური მზადება ევროტურნირისთვის: ტორპედო 7-მა ფეხბურთელმა დატოვა...

personuser access_time26-06-2019, 14:27


ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 2 კვირა რჩება, ქართული კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" კი თანდათან სუსტდება.

მამუკა კობახიძის, ოლექსანდრ აზაცკის და მერაბ გიგაურის შემდეგ "ტორპედო" რიჩარდ ლუკამ და ნიკოლა სტიეპოვიჩმა დატოვეს.

ქუთაისურ კლუბში ბოლო შეხვედრები ჩაატარეს ლევან გეგეჭკორმა და ნოდარ ქავთარაძემ, რომლებმაც ბათუმის "დინამოსთან" (2:2) გოლების გატანაც მოახერხეს. გეგეჭკორი სწორედ გია გეგუჩაძის გუნდში გააგრძელებს კარიერას.

თუ კლუბს ინვესტორი არ გამოუჩნდა, ქუთაისს მათე ცინცაძე და ბუდუ ზივზივაძეც დატოვებენ. ეს ფეხბურთელები ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ განაცხადშიც არ ყოფილან.

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შიმკენტის "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა 11 ივლისს ყაზახეთში გაიმართება.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია