საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსი ზედიზედ მეორედ დაამარცხა

სტატიის ავტორი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსი კვლავ დაამარცხა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა ბელარუსებს გუშინ 29 ქულით სძლია, დღევანდელ მატჩში კი მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა და 8 ქულით – 72:64 იმარჯვა. ბელარუსის ნაკრები თბილისში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად იყო ჩამოსული და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოსთან 2 სპარინგ-მატჩი გამართა, რომლებიც ორივე გუნდისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

თუკი გუშინდელ მატჩში მილოშ გლიგორიევიჩმა სათამაშო დრო ყველა მოთამაშეზე თითქმის თანაბრად გადაანაწილა, დღეს მწვრთნელმა უფრო მეტი დრო რიგ კალათბურთელებს დაუთმო. ყველაზე მეტი – 32:25 წუთი რატი ანდრონიკაშვილმა ითამაშა, რომელმაც 10 ქულა და 5 პასი მოაგროვა. საუკეთესო შედეგი ნიკა მეცხვარიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 26:42 წუთში 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები 2 დღეში პორტუგალიაში გაემგზავრება და სანამ 12 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებში ჩაებმება, კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება.

gbf.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 5-07-2019, 20:59
0
224

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх