"სანამ ასეა, ქართული ფეხბურთი სულ ნეხვში იქნება". "ტორპედოს" ფან-კლუბის მწვავე განცხადება

სტატიის ავტორი

ქუთაისის "ტორპედო" ფანკლუბი - "ჩვენ ვართ ტორპედო We Are Torpedo" - ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე, დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოში" ითამაშებს.

"ბუდუ ზივზივაძეს ევროტურნირებზე უნდა ეთამაშა, მაგრამ "ლოკომოტივთან" მიღებული ტრავმის გამო ყაზახეთში ვერ გაემგზავრება, ამით კი, რა თქმა უნდა, ისარგებლა თბილისის დინამომ და 99%-ით ბუდუ კვლავ მათთვის შეუტევს. ეს უკვე მარაზმია: ბუდუ რიგით მე-6 ფეხბურთელი იქნება, ვინც წელს "დინამომ" "ტორპედოდან" წაიყვანა.

კუხიანიძე, ქიმაძე, კუტალია, ქავთარაძე, დაფე, ზივზივაძე. ცუდი არ იქნება, თუ "ქუთაისის ტორპედოს" დაირქმევენ. ეს ოდითგანვე ასე იყო - მშიერ "დინამოს" სულ "ტორპედო" "კვებავდა" და ასულგმულებდა ფეხბურთელებით. სანამ ასეა, ქართული ფეხბურთი სულ ნეხვში იქნება", - წერია განცხადებაში.скачать dle 12.1








0
თარიღი: 6-07-2019, 13:56
0
159

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх