ბრაზილიამ "კოპა ამერიკა" მეცხრედ მოიგო!

სტატიის ავტორი

ბრაზილიამ "კოპა ამერიკა" მოიგო. ჩემპიონატის მასპინძელმა ფინალში პერუ 3:1 დაამარცხა და ეს თასი მეცხრედ მოიგო.

ანგარიში მე-15 წუთზე ევერტონმა გახსნა.

44-ე წუთზე წონასწორობა ხოზე პაოლო გერერომ ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინა, თუმცა, პერუელებმა უპირატესობა ტაიმის დასრულებამდე ვერ შეინარჩუნეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაბრიელ ჟესუსმა მეტოქეს გოლი გასახდელში გაატანა.

70-ე წუთზე არბიტრმა ჟესუსს წითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან გააძევა.

კაცნაკლულმა ბრაზილიელებმა მატჩის ბოლოს პერუელთა კარში პენალტი გამოიმუშავეს, რომელიც რიჩარლისონმა გოლად აქცია და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 8-07-2019, 03:49
0
161

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх