20-წლამდელებმა სომხეთი გაანადგურეს!

სტატიის ავტორი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდის მეტოქე აუტსაიდერი სომხეთი იყო, რომელმაც პირველ ტურში შვედეთთან 26:149 წააგო. ქართველებმა სომხებს 52 ქულით – 98:46 მოუგეს და ეს მატჩი მწვრთნელთა შტაბმა, რომელშიც გლიგორიევიჩთან ერთად ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური შედიან, გუნდის შესათამაშებლად კარგად გამოიყენა.

თუკი პირველ, ჰოლანდიასთან მოგებულ მატჩში მოედანზე 10 მოთამაშე ვიხილეთ, სომხეთთან 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა. თანაც, მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველას თითქმის თანაბრად გადაუნაწილა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან 11-ის სათამაშო დრო 10-დან 20 წუთის ფარგლებში მერყეობდა – მხოლოდ დავით კაკუშაძემ ითამაშა 21:43 წუთი.

შედეგიანობით საუკეთესო ბერდია ქავთარაძე გახლდათ, რომელმაც 14:41 წუთში 7 ქულა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და სარგებლიანობის უმაღლესი ინდექსი (19) დააფიქსირა. ლუკა მაზიაშვილმა (18 ინდექსი) 11 ქულა, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა 14 ქულა მოაგროვა, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.

მეორე ტურში შედგა ჯგუფიდან გასვლის კანდიდატების – ესტონეთისა და შვედეთის მატჩი, რომელიც ესტონელთა გამარჯვებით – 59:56 დასრულდა. მესამე შეხვედრაში ჰოლანდიამ კოსოვო 88:40 გაანადგურა. 14 ივლისს საქართველო შვედეთს შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის საკითხს ფაქტობრივად დადებითად გადაწყვეტს. შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ წარმოდგენილ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=eQeDAQqz4JMскачать dle 12.1








0
თარიღი: 14-07-2019, 14:28
0
166

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх